x
image
worldsport.ge
“ფენერბაჰჩემ” კარდოსოს ტრანსფერი შეათანხმა

imageპარაგვაის ეროვნული ნაკრებისა და პორტუგალიური “ბენფიკას” თავდამსხმელი ოსკარ კარდოსო მომავალ სეზონს დიდი ალბათობით თურქეთის სუპერლიგაში დაიწყებს.
დიდი ხანია, “ფენერბაჰჩე” 30 წლის ფორვარდის შეძენას ცდილობს, მაგრამ აქამდე სტამბოლელები ოსკარის დაყოლიებას ვერ ახერხენდნენ. Record-ის ცნობით, ამ ეტაპზე კლუბები პრინციპულ შეთანხმებამდე მივიდნენ და ტრანსფერს წინ ვეღარაფერი დაუდგება.
გავრცელებული ინფორმაციით, სტამბოლელები კარდოსოს სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს გადაიხდიან და მასთან კონტრაქტს უახლოეს დღეებში ოფიციალურად გააფორმებენ. პორტუგალიის გასული ჩემპიონატის 25 მატჩში 30 წლის თავდამსხმელმა 17 გოლი გაიტანა.


ზურა ქსოვრელი


www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0