x
image
worldsport.ge
“მონაკო” ნანის ელაპარაკება

image“მანჩესტერ იუნაიტედის” პორტუგალიელი ნახევარმცველი ნანი საფრანგეთის ლიგა 1-ში დაბრუნებული “მონაკოს” ინტერესთა სფეროში მოექცა.
მონაკოელებმა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში უკვე შეიძინეს არაერთი სახელგანთქმული ფეხბურთელი, მაგრამ მომავალ სეზონში ჩემპიონობისთვის ბრძოლას რომ გეგმავენ, მიღწეულზე შეჩერებას არ აპირებენ და ამჯერად მიზანში პორტუგალიის ნაკრების 26 წლის ფეხბურთელი ამოიღეს.
ნანის “წითელ ეშმაკებთან” მოქმედი კონტრაქტი მომავალ ზაფხულს ეწურება და დიდი ალბათობით, კლუბი მის შეკავებას არ ეცდება. L’Equipe-ის ინფორმაციით, “მონაკო” მზადაა, ნანის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო გადაიხადოს, მაგრამ შეძლებს თუ ვერა პორტუგალიელთან პირადი კონტრაქტის დეტალების შეთანხმებას, ეს ჯერ კიდევ საკითხავია. საქმე ისაა, რომ ნანი ინგლისურ კლუბში ანაზღაურების სახით წელიწადში 7 მილიონ ევროს იღებდა და მონაკოელებს ხელფასის შემცირებაზე დაყოლიება მოუწევთ.


ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
2
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0