x
image
ვიზა კოხაძე
რატომ დაუპირისპირდა მრევლი მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მეუფე ვახტანგს? რა არის რეალური მიზეზი ეპისკოპოსსა და მრევლს შორის არსებული უთანხმოებისა და როგორ ჩაერია საპატრიარქო

image
პოლიტიკურად ცხელ საერო ბატალიებს ქვეყანაში სასულიერო დაპირისპირებაც შეემატა და მართლაც სამარცხვინო ფაქტის მომსწრე გახდა ქართული საზოგადოება.რამდენიმე დღეა, მარგვეთისა და უბისის ეპარქიის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს.აქციის მონაწილენი ეპარქიის მეუფე ვახტანგ (ახვლედიანს) რამდენიმე დღეა ელოდებიან, მაგრამ როგორც ისინი აცხადებენ მეუფე ზესტაფონში არ ჩავა, რადგან მათივე განმარტებით დაპირისპირება და შეხლა - შემოხლა გარდაუვალია.

image
imageimage
მრევლის ნაწილი მეუფე ვახტანგის განკვეთას ითხოვს.ორი დღეა მთავარეპისკოპოსის კარი აჭედილია და საზოგადოება საპატრიარქოს გადაწყვეტილებას ელოდება.ისინი მეუფეს ეპარქიის ქონების გაფლანგვასა და წმინდანების შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ, კონკრეტულად კი ერთი მილიონი ლარის გაფლანგვასა და წმინდა მამა გაბრიელის მისამართით გაკეთებულ ცრუ და შეურაცხმყოფელ განცხადებებში დებენ ბრალს.გარდა ამისა, ცნობილია ასევე მეუფის მხრიდან 4 სასულიერო პირის მფარველობის ფაქტი, რომლებიც მხილებულნი არიან აღმსარებლობის საიდუმლოს დარღვევაში.თავად მეუფეს კი მრუშობაში ადანაშაულებენ, რომელსაც უმცროსი შვილი სწორედ ეპისკოპოსად კურთხევის შემდეგ ჰყავს გაჩენილი.

image
საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია: -" პატრიარქმა და ჩვენ ორივე მხარეს მოვუსმინეთ.მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეიქმნას კომისია, რომელიც ერთ კვირაში ჩავა ზესტაფონში, შეაგროვებს მასალებს და წარუდგენს პატრიარქს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.მინდა მოვუწოდო მრევლს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და ღვთის მადლით დაელოდონ პატრიარქის გადაწყვეტილებას" -ეს ის განცხადებაა, რომელსაც რადიო - ტელევიზია გადმოსცემდა, ხოლო რაც შეეხება აქციის მონაწილეთა მიერ საპატრიარქოში გაგზავნილი წერილის პასუხს, მრევლისა და ეპისკოპოსის დაპირისპირების საკითხს საპატრიარქო შეისწავლის და ზესტაფონელი მრევლის მოთხოვნით - ანუ დაპირისპირებული მხარის ინიციატივით ხვალ ზესტაფონში სასულიერო პირების მიერ ქალაქის კურთხევაა დაგეგმილი.

image

0
72
16-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
72
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0