ფეხბურთი “ჰამბურგს” ჯურუ კამოაკლდა 2013, 22 ივლისი, 13:31 შვეიცარიელი მცველი ჟოან ჯურუ, რომელიც “არსენალს” “ჰამბურგში” ჰყავს განათხოვრებული, გერმანულ კლუბს სავარაუდოდ მინიმუმ რამდენიმე კვირა ვერ დაეხმარება. 26 წლის ფეხბურთელს ხვალ საზარდულის მინი-ოპერაციას გაუკეთებენ. აქედანვე გადაწყვეტილია, რომ ჯურუ 4 აგვისტოს გერმანიის თასის საწყის რაუნდს გამოტოვებს, მაგრამ შეძლებს თუ ვერა 11 აგვისტოს, ბუნდესლიგის პირველ ტურში “შალკეს” წინააღმდეგ მინდორზე გასვლას, ჯერ უცნობია. ოთარ მაღლაკელიძე 0 შეფასება არ არის
|