საზოგადოება ჟურნალისტების დიდი არმია უკვე რამდენიმე დღეა ქეით მიდლტონის მშობიარობას ლონდონის "წმინდა მარიას" სამშობიაროს კართან ელოდება 2013, 19 ივლისი, 13:55 ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() -როგორც ჟურნალისტებთან შეხვედრისას დედოფალმა ელიზაბედ II - ემ განაცხადა, იგი მოუთმენლად ელოდება მემკვიდრის დაბადებას და შეკითხვაზე, თუ რომელ სქესს ისურვებდა, მან უპასუხა, - " სიმართლე გითხრათ, მნიშვნელობა არა აქვს სქესს". დიდი ბრიტანეთში თემა ძალზედ აქტუალური და ძალიან საინტერესოა თუნდაც იმიტომ, რომ ათასობით ჟურნალისტი სიახლეს ელოდება, მაშინ როდესაც "წმინდა მარიას" საავადმყოფოსთან ონლაინ კამერები დაამონტაჟეს, საიდანაც პირდაპირ გადმოსცემენ ქეთრინის მშობიარობასაც და ახალშობილის სქესსაც. ამჟამად ქეითი მშობლების სახლში ბერკშირში იმყოფება და ლონდონურ სიცხეებს თავს არიდებს, მაშინ როდესაც ათასობით ჟურნალისტს სიახლის მოლოდინში არ სძინავს და არც დედოფალს დაერღვევა გრაფიკი, რომელიც ბალმორალის შოტლანდიურ რეზიდენციაში აპირებს შვებულების გატარებას. როგორც ჩანს, პროგნოზები ქეითის მშობიარობაზე არ გამართლდა და რამდენ ხანს მოუწევთ კიდევ ჟურნალისტებს უძილო ღამეების გათენება, არავინ უწყის. ჩვენ კი მხოლოდ ის ვიცით, თუ როგორ ვუსურვოთ ქეთრინს ბედნიერება. ![]() 27 17-ს მოსწონს 1-ს არა
|