საზოგადოება ჟურნალისტების დიდი არმია უკვე რამდენიმე დღეა ქეით მიდლტონის მშობიარობას ლონდონის "წმინდა მარიას" სამშობიაროს კართან ელოდება 2013, 19 ივლისი, 13:55 დიდ ბრიტანეთში წამებს ითვლიან. - "უკვე გავიდა ყველაზე მთავარი დრო - 13 და 15 ივლისი და ახალშობილი ჯერ კიდევ არ მოვლენია ქვეყანას" - ამ სათაურით აქვეყნებს არა ერთი უცხოური პრესა პრინცი უილიამისა და კემბრიჯის ჰერცოგინია ქეით მიდლტონის შესახებ სტატიას.ლონდონის "წმინდა მარიას" საავადმყოფოსთან კი უამრავი ჟურნალისტი უკვე რამდენიმე დღეა მორიგეობს, რათა პირველებმა აუწყონ მსოფლიოს ქეით მიდლტონის მშობიარობისა და ახალშობილის სქესის შესახებ.ერთ-ერთმა ესპანურმა ტელეკომპანიამ ინტერვიუში ისიც კი აღიარა, რომ - "ჩვენ ჩამოვედით პირველ ივლისს, რათა არ დაგვგვიანებოდა".
ძალიან დიდია ინტერესი ქეითის მშობიარობისა, თითქმის სამი კვირა გავიდა და ჟურნალისტების უზარმაზარი არმია "წმინდა მარიას" საავადმყოფოსთან დღე და ღამე მორიგეობს.
-როგორც ჟურნალისტებთან შეხვედრისას დედოფალმა ელიზაბედ II - ემ განაცხადა, იგი მოუთმენლად ელოდება მემკვიდრის დაბადებას და შეკითხვაზე, თუ რომელ სქესს ისურვებდა, მან უპასუხა, - " სიმართლე გითხრათ, მნიშვნელობა არა აქვს სქესს". დიდი ბრიტანეთში თემა ძალზედ აქტუალური და ძალიან საინტერესოა თუნდაც იმიტომ, რომ ათასობით ჟურნალისტი სიახლეს ელოდება, მაშინ როდესაც "წმინდა მარიას" საავადმყოფოსთან ონლაინ კამერები დაამონტაჟეს, საიდანაც პირდაპირ გადმოსცემენ ქეთრინის მშობიარობასაც და ახალშობილის სქესსაც. ამჟამად ქეითი მშობლების სახლში ბერკშირში იმყოფება და ლონდონურ სიცხეებს თავს არიდებს, მაშინ როდესაც ათასობით ჟურნალისტს სიახლის მოლოდინში არ სძინავს და არც დედოფალს დაერღვევა გრაფიკი, რომელიც ბალმორალის შოტლანდიურ რეზიდენციაში აპირებს შვებულების გატარებას. როგორც ჩანს, პროგნოზები ქეითის მშობიარობაზე არ გამართლდა და რამდენ ხანს მოუწევთ კიდევ ჟურნალისტებს უძილო ღამეების გათენება, არავინ უწყის. ჩვენ კი მხოლოდ ის ვიცით, თუ როგორ ვუსურვოთ ქეთრინს ბედნიერება. 27 17-ს მოსწონს 1-ს არა
|