საზოგადოება "მე თავს ვგრძნობ იმაზე უკეთ,ვიდრე არასდროს"- აცხადებს იდეალური მამა - ორლანდო ბლუმი, რომელიც პატარა ფლინთან ერთად პაპარაცებმა სეირნობის დროს ნიუ - იორკში დააფიქსირეს 2013, 18 ივლისი, 15:36 სტატუსი - იყო იდეალური მამა. მართლაც ძნელია, მაგრამ როგორც ჩანს ვარსკვლავებს ეს ნამდვილად არ უჭირთ და თუ აქამდე ოთხი შვილის მამა დევიდ ბექჰემი მოიხსენიებოდა სწორედ ამ სტატუსით, მას არც პატარა ფლინის მამა, ტოპ - მოდელ მირანდა ქერის მსახიობი მეუღლე ორლანდო ბლუმი ჩამოუვარდება.მართალია, მას ჯერჯერობით 4 შვილი არა ჰყავსმაგრამ მსახიობი მუდამ ფლინის გვერდითაა და თავისუფალ დროს მასთან ერთად ატარებს.
ერთ - ერთ ინტერვიუში ორლანდო წერს: - " მე თავს ვგრძნობ იმაზე უკეთ, როგორც არასდროს.ვაჟმა მომცა შესაძლებლობა, გამუდმებით მეფიქრა პოზიტიურ მომავალზე.ყველაზე ძნელი დღეს - მოგზაურობაა ოჯახის გარეშე, რადგან ვერ ვიტან, როცა ფლინისგან შორს ვარ.მამის როლი ჩემთვის ყველაზე საუკეთესოა, რასაც არაფერს არ შევადარებ.როცა ჩემი მეუღლე მირანდა დაკავებულია, ფლინთან ყოველთვის მე ვარ და ამით ძალიან ბედნიერი ვარ" - ამბობს "გიჟი" მამა, რომლისთვისაც ბედნიერება მხოლოდ და მხოლოდ შვილთან გატარებულ თითოეულ წუთსა თუ წამს მოაქვს. 40 16-ს მოსწონს 3-ს არა
|