საზოგადოება ირინა შეიკი უახლოეს მომავალში თავის რჩეულ მამაკაცზე - კრიშტიანო რონალდუზე დაქორწინდება 2013, 18 ივლისი, 13:37 მსოფლიო პრესა წლების მანძილზე საუბრობდა ულამაზესი მოდელის ირინა შეიკისა და მსოფლიო ვარსკვლავის კრიშტიანო რონალდუს ურთიერთობებზე.არა ერთი სენსაციური ჭორის მოწმენი გავხდით ამ ულამაზესი წყვილის ირგვლივ გახმაურებულ სკანდალურ სიყვარულსა თუ ღალატზე, წარმომავლობით რუსი, მაგრამ ამერიკელი ტოპ - მოდელი ირინა შეიკი გავრცელებული ინფორმაციით მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში პორტუგალიელ ფეხბურთელ ვარსკვლავზე კრიშტიანო რონალდუზე დაქორწინდება. საქორწინო ცერემონია, როგორც სარწმუნო წყაროები იტყობინებიან, დაგეგმილია ფეხბურთელის სამშობლოში პორტუგალიასთან ახლოს - პორტუ -სანტუს კუნძულზე.ამჟამად მოსიყვარულე წყვილი თავიანთ კუთვნილ შვებულებას მეგობრებთან ერთად საბერძნეთში ყველაზე ძვირადღირებულ კურორტ ელუნდაზე ატარებენ და ყველას დასანახად დემონსტრირებას უკეთებენ ფაქტს კრიშტიანოს ვითომდა საეჭვო ორიენტაციის შესახებ, რაზეც საქვეყნოდ განაცხადა ბარბადოსელმა პოპ - მომღერალმა, ( - " მე ბევრი მეგობარი მყავს გეი") რიანამ.მოგეხსენებათ, რიანა და კრიშტიანო რამდენიმე ხნის წინ ერთად იმყოფებოდნენ და მათი მრავალი ფოტოც გავრცელდა სოციალურ ქსელებში . ცნობილი ფაქტია, რომ კრიშტიანომ 2011 წელს საქვეყნოდ შესთავაზა გულიც და სიყვარულიც ტოპ - მოდელს, მაგრამ ამ დრომდე ისინი არ დაქორწინებულან. ჩვენ კი, როგორც მათი გულშემატკივრები, ისღა დაგვრჩენია უდიდესი სიყვარული და მრავალშვილიანობა ვუსურვოთ ულამაზეს წყვილს, რათა მრავლად ჰყავდეს მსოფლიო სამყაროს ასეთი ლამაზი, ნიჭიერი და წარმატებული გენეტიკის შთამომავალი. 67 14-ს მოსწონს 1-ს არა
|