მოდი და გული ნუ გეტკინება, როდესაც განაწყენებულ უმშვენიერეს ასულს იხილავ... მოდი და ჯიგარი ნუ დაგეთუთქება, როცა იცი, რომ ამ განაწყენებულ ქალს ვერაფერს უშველი და ერთადერთი მხოლოდ ის შეგიძლია, რომ ხანგრძლივად ამოიოხრო და ძველებურად მიჰყვე ამ ცხოვრების დინებას...
ულამაზესი ბრაზილიელი მოდელი იზაბელი ფონტანა, ბრაზილიური ფეხბურთის მამებს ნამეტანი გაუნაწყენებიათ. იზაბელის თავიდან შეპირდნენ, რომ გაისად ბრაზილიაში გასამართი მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატისთვის სამზადისში ჩაგრთავთო, მაგრამ მათი დაპირება მხოლოდ დაპირებად დარჩენილა.
იზაბელი ფონტანა ამბობს, რომ თანახა იყო, მცირე გასამრჯელოს საფასურადაც კი დადგომოდა გვერდით თავის ქვეყანას და “სელესაოს”, მაგრამ სამწუხაროდ, ამის შესაძლებლობას არ აძლევენ. ბრაზილიაში იმდენი შხვართი ასული დაიარება, რა გასაკვირია, რომ ყველას ერთად ბრაზილიის საფეხბურთო კონფედერაცია კი არა, კაზანოვაც კი ვერ “მწყემსავს”...
www.worldsport.ge