ლონდონის “ტოტენჰემის” ბირმინგემის “ასტონ ვილასგან” ბელგიელ თავდამსხმელ კრისტიან ბენტეკეს შეძენას გეგმავს.
The Telegraph-ის ცნობით, დედაქალაქელები უკვე ამზადებენ შესაბამის წინადადებას და მზად არიან, 22 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადონ.
ბენტეკემ “ასტონ ვილას” ხელმძღვანელობას თავად მიმართა ტრანსფერზე დაყენების თხოვნით, ბირმინგემელები კი, მის სანაცვლოდ 25 მილიონის მიღებას გეგმავენ. კრისტიანმა პრემიერლიგის გასულ სეზონში ჩატარებულ 34 მატჩში 19 გოლი გაიტანა.
ზურა ქსოვრელი
www.worldsport.ge