ფეხბურთი პერესს კაკასი სჯერა 2013, 13 ივლისი, 11:48 მადრიდის “რეალის” პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს სჯერა, რომ ბრაზილიელ ნახევარმცველ კაკას ჯერ კიდევ შეუძლია, ბრწყინვალე ფეხბურთი ითამაშოს. ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ “სამეფო კლუბის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი კაკასთვის შანსის მიცემას აპირებს. იტალიელი სპეციალისტი ამ თემასთან დაკავშირებით “რეალის” ხელმძღვანელობასაც ესაუბრა და მას უთხრეს, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელის შემადგენლობიდან ამოვარდნის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი უიღბლობაა. ოთარ მაღლაკელიძე 61 1-ს არ მოსწონს
|