“ინტერის” ხელმძღვანელობა ადასტურებს, რომ მილანური გუნდი “პარი სენ ჟერმენის” მარჯვენა მცველის, გრეგორი ვან დერ ვილის შეძენითაა დაინტერესებული.
“ვან დერ ვილის ტრანსფერთან დაკავშირებით პსჟ-სთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. საუბარი არენდაზე მიდის.” – აცხადებს “ინტერის” დირექტორი პიერო აუსილიო.
გრეგორი ვან დერ ვილი, რომელიც ამჟამად 25 წლისაა, პსჟ-ში გასულ
ზაფხულში, “აიაქსიდან” გადაბარგდა, მაგრამ პარიზელთა ძირითად
შემადგენლობაში ადგილის მოპოვება მან ვერ მოახერხა. ლიგა ერთის გასულ გათამაშებაში, ჰოლანდიელმა მოედანზე საერთო დროის 45% დაჰყო. ჩატარებულ 22 თამაშში (17 ძირითადში), მან 1 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მიშა ზაქარეიშვილი
www.worldsport.ge