2013 წლის ზაფხული თითქმის მთელი ევროპისთვის საკმაოდ რთულად დაიწყო, _ წყალდიდობამ დიდი ზარალი და სამწუხაროდ მსხვერპლიც გამოიწვია. რთული ვითარება იყო გერმანიაშიც, კერძოდ საქსონიის მხარეში, მაგრამ ამისდა მიუხედავად, სახელგანთქმული გერმანელი ფეხბურთელის მიქაელ ბალაკის გამოსამშვიდობებელი ამხანაგური მატჩი მაინც გაიმართება.
წინასწარი ინფორმაციით, მატჩი საქველმოქმედო ხასიათის გახდება და სტიქიისგან დაზარალებულებს ბილეთების გაყიდვიდან შემოსული 100 ათასი ევრო გადაეცემათ.
თამაშში მონაწილეობას ისეთი ვარსკვლავები მიიღებენ, როგორებიც არიან: დიდიე დროგბა, პაველ ნედევი, მაიკლ ესიენი, მიროსლავ კლოზე, ტროსტენ ფრინგსი და ანდრეი შევჩენკო. გერმანელ ფეხბურთელებს წარსულში ცნობილი ფეხბურთელი და ამჟამად მწვრთნელი რუდი ფიოლერი უხელმძღვანელებს და მსოფლიოს ნაკრებს დაუპირისპირდება, რომლის მთავარი მწვრთნელის მოვალეობას პორტუგალიელი ჟოზე მაურინიო გასწევს.
www.worldsport.ge