x
image
worldsport.ge
გრიგალაშვილის მოგება, "ოლბორგის" ფრე

imageშოთა გრიგალაშვილმა საწყისი 45 წუთი ითამაშა ამხანაგურ მატჩში, რომელშიც "ანორთოსისმა" 2:0 სძლია ათენის "პანათინაიკოსს". ორივე გოლი შეხვედრის მეორე ნახევარში გავიდა. შეხსენებისთვის, გრიგალაშვილი ამ ზაფხულს გადავიდა "სკა-ენერგიიდან" "ანორთოსისში".
ევროპის ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის "დილას" მეტოქემ, დანიურმა "ოლბორგმა" ფრედ ითამაშა გერმანულ ბუნდესლიგაში გადასულ ბრაუნშვაიგის "აინტრახტთან" - 0:0.
დანიელთა მწვრთნელმა კენტ ნილსენმა ეს შემადგენლობა ათამაშა: ლარსენი, პ.კრისტენსენი (ბრიუნი 65), ტელანდერი, ნილსენი, ოლმანი, დიუ, ვურცი, აუგუსტინსენი (ვიხმანი 60), ტომსენი, ფრედერიკსენი (შპალვისი 60), კურტი (ტოფტი 60).


ილია ნანობაშვილი

www.worldsport.ge

0
5
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
5
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0