x
image
worldsport.ge
პეტრ ჩეხი ჩეხეთის საუკეთესო ფეხბურთელია

imageუეფას ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგად, ჩეხეთის 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ლონდონის “ჩელსის” მეკარე პეტრ ჩეხი დაასახელეს. 31 წლის კიპერმა ეს ჯილდო მერვედ მოიპოვა, რაც ქვეყნის რეკორდია.
“უკვე წლებია, მაღალ დონეზე ვთამაშობ და ეს ძალიან მახარებს. ვგრძნობ, რომ კიდევ შევძლებ ღირსეულად ასპარეზობას. ჩემგან ყველა საიმედო თამაშს ელის და ამ გრძნობით ცხოვრებას შევეჩვიე“, – განაცხადა ჩეხმა.
მეორე ადგილზე პრაღის “სპარტას” შემტევი დავიდ ლაფატა გავიდა, მესამეზე – “ვიქტორიას” ნახევარმცველი ვლადიმირ დარიდა.
ბოლო 20 წლის საუკეთესო მოთამაშედ კი პაველ ნედვედი დაასახელეს.


სოლომონ გულისაშვილი
www.worldsport.ge

0
7
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
7
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0