x
image
worldsport.ge
“ბაზელმა” “დინამოს” შერი არ დაუთმო

imageკიევის “დინამომ” შვეიცარიული “ბაზელიდან” ახალგაზრდა მცველ ფაბიან შერის შეძენა ვერ მოახერხა.
მიმდინარე კვირის დასაწყისში ერთ-ერთ იტალიურ გამოცემაში, რომელიც ტრანსფერებზეა სპეციალიზებული, გაჩნდა ინფორმაცია, რომ 21 წლის ფეხბურთელის შეძენა უკრაინულ გრანდს სურდა. შერის აგენტმა ეს ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა, იქვე ისიც დასძინა, რომ შეთანხმება არ შედგება.
“ეს სიმართლეა. კიევის “დინამოს” ხელმძღვანელობა შერის მიმართ ინტერესს იჩენდა და ამის შესახებ “ბაზელის” ხელმძღვანელები საქმის კურსში ჩავაყენე. მათ წინადადება განიხილეს და პოტენციურ ტრანსფერზე უარი განაცხადეს”, - თქვა დიმიტრიოს პაპადოპულოსმა.
ფაბიანი “ბაზელში” ერთი წლის წინ გადავიდა და მისი მაისურით ჩატარებულ 38 მატჩში 8 გოლი გაიტანა. მას საკუთარი ქვეყნის 20, 21-წლამდელთა და ოლიმპიურ ნაკრებებში აქვს ნათამაშები.


ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0