x
image
ვიზა კოხაძე
ჟერარდ დეპარდიემ აფხაზეთის მონახულებით საქართველოს კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" დაარღვია (+ ვიდეო)

imageცნობილი ფრანგი მსახიობი ჟერარდ დეპარდიე დადასტურებული ინფორმაციით აფხაზეთს სტუმრობდა, სადაც ის მიიპატიჟა თავისმა რუსმა კოლეგამ.აღნიშნულმა მოვლენამ უარყოფითი რეაქცია გამოიწვია ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და არა მარტო პოლიტიკაში, საზოგადოებაც ნეგატიურად შეხვდა ცნობილი მსახიობის საქციელს.საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ რეინტეგრაციის საკითხებში ქეთევან წითელაშვილმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა: - "დეპარდიე მსოფლიოში ცნობილ მსახიობად ითვლება, რომელმაც ცოტა ხნის წინ მიიღო რუსეთის მოქალაქეობა.ჩვენ ვფიქრობთ, რომ მან არ იცის, თუ რა ხდება აფხაზეთში.ამით მან დაარღვია კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" რაც კანონით ისჯება."

დეპარდიე აფხაზეთში პირველ ივლისს იმყოფებოდა, სადაც ის შეხვდა არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტს ალექსანდრე ანქვაბს.მათ შორის შედგა საუბარი მისი ახლო ნაცნობობის შესახებ ექსპრეზიდენტ სერგეი ბაღაფშთან.როგორც რუსული საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, ჟერარდ დეპარდიე ძალიან მოიხიბლა აფხაზეთის ბუნებით და მას "დიდებული პატარა ქვეყანა" უწოდა.მანვე ყურადღება გაამახვილა აფხაზეთში ტურიზმისა და ეკოტურიზმის განვითარების გრანდიოზულ პერსპექტივებზე.

2
29
16-ს მოსწონს
4-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
29
  
2013, 4 ივლისი, 16:05
ამ კაცს ვერ ვიტან პასუხისმგებლობას ყოველთვის გაურბის, საფრანგეთიდან იმიტომ წავიდა რომ თავისნაირი პიდარასტი კაცი მონახა პუტინის სახით
2013, 3 ივლისი, 15:56
კაცისგან, რომელიც საკუთარი ქვეყნიდან გადასახადების გადაუხდელობის გამო გამოიქცა და რუსეთს შეეკედლა, მეტი რა უნდა იყოს მოსალოდნელი...
0 1 2