x
image
ვიზა კოხაძე
რობერტ პატინსონის მორიგი რომანი თუ შურისძიება - პატინსონი ელვის სპრესლის შვილიშვილსა და კრისტენის ახლო მეგობარს რაილი კიოს ხვდება(+ბევრი ფოტო)
image
სკანდალური წყვილი რობერტ პატინსონი და კრისტენ სტიუარტი ჯერ კიდევ აპრილის თვეში -კრისტენის დაბადების დღის შემდეგ დაშორდნენ ერთმანეთს, რომლის ნამდვილი მიზეზი ზუსტად არავინ იცის, თუმცა ყვითელი პრესა სკანდალურ ღალატზე საუბრობდა და არც ახლაა გასაკვირი, რომ ბრიტანელმა მსახიობმა რობერტ პატინსონმა კრისტენის შემცვლელი მასთან დაშორებიდან რამდენიმე თვეში იპოვა.

image

imageimage

გასაკვირი არაფერია, მაგრამ უბრალოდ შოკისმომგვრელია ის ფაქტი, რომ რობერტის ახალი გოგონა კრისტენ სტიუარტის უახლოესი მეგობარია - რაილი კიო, რომელთა მეგობრობა ფილმიდან დაიწყო, სადაც რაილი და კრისტენი ერთად მონაწილეობდნენ.(სხვათა შორის პრესა მათ ფიზიკურ და შინაგან მსგავსებაზეც ლაპარაკობდა).

image
სტიუარტის დაბადების დღიდან რამდენიმე დღეში პაპარაცებმა პატინსონი საკუთარი მანქანით გამოიჭირეს და რადგან რაილის იდენტიფიცირება თავდაპირველად ვერ მოხერხდა, ჩათვალეს, რომ წყვილი შერიგებული იყო, თუმცა მალევე გახდა ცნობილი - რაილი მგზავრობდა რობერტთან ერთად.არავინ იცის, 27 წლის პატინსონი ყოფილ შეყვარებულს სამაგიეროს უხდის, თუ ახალი გრძნობა ეწვია.



image
image
image

image
imageimage
imageimage
თუ გავიხსენებთ წყვილის ბოლოდროინდელ ინტერვიუებს ერთმანეთის მიმართ, ისინი ყოველთვის განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩეოდნენ(როგორც ყვითელი პრესის მოყვარულებს ახსოვს, რობერტი დიდი ხნის მანძილზე საუბრობდა კრისტისთან პირველ კოცნაზე).
image
მთავარი მაინც ხომ რაილი კიოს პოზიციაა, თუ რატომ გადაწყვიტა მან უახლოესი მეგობრის ყოფილ შეყვარებულთან გაება რომანი.მოგეხსენებათ, რაილი კიო ცნობილი ოჯახიდანაა.ლეგენდარული ელვისისა და პრისცილა პრისლის შვილიშვილია, თავად კი მოდელობითა და მსახიობობითაა დაკავებული, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში მსახიობ ალექს პეტიფერთან ჰქონდა ურთიერთობა და დანიშნულიც გახლდათ, მაგრამ მათი ურთიერთობა დასრულდა და შემდეგ ჯენიფერ ლოურენსის მომხიბლავ შეყვარებულთან - ნიკოლას ჰოლტთან ჰქონდა რომანი . ასე, რომ რაილი კიო ცნობილია შეყვარებულ წყვილებს შორის ჩადგეს და თავისთვის სასურველი შედეგით დაასრულოს ურთიერთობები.

რაც შეეხება ცნობილ წყვილს -რობერტ პატინსონს და კრისტენ სტუარტს, ისინი ამ ფაქტზე ყვითელ პრესას ჯერჯერობით არ პასუხობენ.

3
91
22-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
91
  
2013, 2 ივლისი, 23:49
ძალიან კარგია :)))
2013, 2 ივლისი, 22:59
მდაა სამკუთხედი აქტუალობას არ კარგავს:D სტატია კარგია ძალიან
2013, 2 ივლისი, 19:09
სტატიას მოგიწონებ... კარგია, კრისტენი ბევრად სჯობია რაილის
0 1 3