საზოგადოება გზა 35 წლიანი სასცენო მოღვაწეობიდან პოლიტიკამდე - პაატა ბურჭულაძე საქართველოს პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატია? 2013, 2 ივლისი, 16:08 სულ ცოტა ხნის წინ ქართული საზოგადოება კიდევ ერთი საინტერესო ფაქტის მომსწრე გახდა.საკითხი შეეხება 2013 წლის ოქტომბრის თვეში დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებს, სადაც პრეზიდენტობის კანდიდატად ყველასთვის საყვარელი და მსოფლიოში ცნობილი ბანი პაატა ბურჭულაძეც მიიღებს მონაწილეობას, თუმცა 9 ივლისის შემდეგ ზუსტად ეცოდინება საზოგადოებას პაატა ბურჭულაძის გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების თაობაზე. პაატა ბურჭულაძე - ქართული საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენელი, ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრების ძვირფასი 35 წელი სასცენო ხელოვნებას მიუძღვნა და სწორედ 9 ივლისს იზეიმებს სრულიად საქართველო მოღვაწეობის 35 წლისთავს, ადამიანი, რომელმაც თავისი კეთილშობილური ბუნებით არა ერთ გაჭირვებულ და უსახლკაროდ დარჩენილ ქართულ ოჯახს შეუნარჩუნა არსებობა და 9 ივლისს კიდევ ერთხელ და ამჯერად უკვე მე-80 სოციალურად დაუცველ 4 ოჯახს გადასცემს ფონდი "იავნანა" სახლის გასაღებს. ამ დიდებული თარიღის აღსანიშნავად დედაქალაქს ესტუმრება ლეგენდარული მაესტრო იური ტემირკანოვი. პაატა ბურჭულაძე 1985 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს ავსტრიაში.1986 წელს ვენაში ბურჭულაძის სახელობის კლუბი შეიქმნა, რომელშიც მისი ხელოვნების თაყვანისმცემლები არიან გაერთიანებულნი.1987 წელს მას მიენიჭა ფილადელფიის საპატიო მოქალაქის წოდება და ქალაქის სიმბოლური გასაღები " თავისუფლების ზარი" გადაეცა.საამაყოა ყველა ქართველისათვის მისი ქართული წარმომავლობა, გენი და ჯიში. რაც შეეხება პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში წასვლას, არა ერთი განცხადება და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია "ქართული დასის" ლიდერების შეთავაზებამ დიდებულ ქართველზე და მსოფლიოში ცნობილ მომღერალზე, თუმცა თავად ზემოთ აღნიშნული პარტიის ლიდერები ოპტიმიზმით არიან განწყობილნი და აცხადებენ:(ციტირებას ვახდენ) - "..თუ პაატა ბურჭულაძე მიიღებს გადაწყვეტილებას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, გახდება ალბათ მაღალი ალბათობით პრეზიდენტი.... რომელიც არ იქნება გარედან შემოთავაზებული და დანიშნული, არამედ იქნება ხალხის წიაღიდან არჩეული და ხალხთან ანგარიშვალდებული" - ეს განცხადება ჯონდი ბაღათურიამ დღეს "პრაიმტაიმის" პრესკლუბში პრესკონფერენციაზე გააკეთა. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, ხანგრძლივი სიცოცხლე და წარმატებები ვუსურვოთ ერის სიამაყეს, დიდებულ მამულიშვილს - პაატა ბურჭულაძეს. 48 20-ს მოსწონს 2-ს არა |
ისე მეგობრებო ერთი მე დავრჩი ვისაც არშეთავაზეს პრეზიდენტობა. ინტერმედიალებმა დამიჭირეთ ნხარი და იქნებ დამასახელონ მეც.