x
image
worldsport.ge
ანელკა “ვესტ ბრომვიჩს” უნდა

imageსაფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ნიკოლა ანელკა კარიერის მიწურულს, შესაძლოა, ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნდეს.
34 წლის ფეხბურთელით დაინტერესებას “ვესტ ბრომვიჩი” გამოთქვამს. ინიციატივას ბირმინგემელთა თავკაცი სტივ კლარკი იჩენს, რომელიც ფრანგთან ერთად ლონდონის “ჩელსიში” მუშაობდა.
მოცემული მომენტისთვის ანელკა თავისუფალი აგენტია და “ვესტ ბრომვიჩს” მხოლოდ ფეხბურთელთან მოუწევს პირადი კონტრაქტის დეტალების შეთანხმება. გასული სეზონის მეორე ნახევარი ნიკოლამ ტურინის “იუვენტუსში” გაატარა, მაგრამ სერია A-ს მხოლოდ ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა.


ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0