x
image
worldsport.ge
“სოსიედადი” შეკრებას ინგლისში გაივლის

imageსან სებასტიანის “რეალ სოსიედადი”, რომელმაც ესპანეთის პრიმერა დივიზიონის გასულ სეზონში მეოთხე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, წინასასეზონო მზადების ერთ-ერთ ეტაპს ინგლისში გაივლის.
კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, “სოსიედადი” ინგლისურ შეკრებაზე ივლისის ბოლოს გაემგზავრება და 27-ში “რედინგის” ბაზაზე დაბინავდება. ესპანელებს ინგლისის პრემიერლიგის კლუბებთან სამი ამხანაგური მატჩი აქვთ დაგეგმილი. 3 აგვისტოს ისინი “ტოტენჰემს” შეხვდებიან, 6-ში - “ნორვიჩს”, ხოლო 10 აგვისტოს - “საუთჰემპტონს”.
სანსებასტიანელები ერთი ამხანაგური მატჩის გამართვას ლისაბონის “სპორტინგთანაც” აპირებენ.


ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
7
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
7
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0