x
image
worldsport.ge
“სიტი” პეპეს სანაცვლოდ 30 მილიონს იხდის

imageინგლისის ვიცეჩემპიონ “მანჩესტერ სიტის” მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი მცველის - პეპეს შეძენა სურს და მზადაა, სერიოზული თანხა გაიღოს.
Marca-ს ცნობით, “ქალაქელები” 30 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონი ევროს გადახდას ფიქრობენ და მიუხედავად იმისა, რომ “სამეფო კლუბის” პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს პორტუგალიის ეროვნული გუნდის მოთამაშის გაყიდვა არ სურს, ასეთ თანხაზე უარის თქმა გაუჭირდება.
პეპეს “რეალთან” მოქმედი კონტრაქტი 2016 წლამდე აკავშირებს, მაგრამ მისი წასვლა კლუბისთვის კატასტროფული არ იქნება. მადრიდელებს დაცვის ცენტრში პორტუგალიელის შემცვლელად რამდენიმე ვარიანტი აქვთ და ამასთან, ჟოზე მოურინიოს მწვრთნელობის ბოლო პერიოდში მან სასტარტო შემადგენლობაში ადგილი ისედაც დაკარგა.
მანჩესტერელები მზად არიან, თავად ფეხბურთელიც დააინტერესონ და წლიური ანაზღაურება გაუორმაგონ. “სამეფო კლუბში” პეპე წელიწადში 3, 5 მილიონ ევროს იღებს.


ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
2
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0