საზოგადოება ყველაზე ლამაზი რუსი ტელეწამყვანები 2013, 27 ივნისი, 17:03 ამ სტატიაში მინდა შემოგთავაზოთ ყველაზე ლამაზი რუსი ტელეწამყვანების ტოპ ათეული. როგორც ვხედავ, მსგავსი ტიპის სტატიები ინტერმედიაზე დიდი მოწონებით სარგებლობს. იმედია, ეს სტატიაც მოგეწონებათ. მაშ ასე, დავიწყოთ.
1. ოქსანა ფიოდოროვა. დაიბადა 1977 წლის 17 დეკემბერს. პროფესიით არის ფოტომოდელი, მომღერალი და ტელეწამყვანი. 2001 წელს გაიმარჯვა მის რუსეთის კონკურსზე. ამჟამად მიჰყავს საბავშვო გადაცემა რუსეთის- ერთერთ ტელეარხზე. 2 წლის განმავლობაში იყო "ფორტ ბოიარდის" წამყვანი.
2. მარია სიტელი. დაიბადა 1975 წლის 9 ნოემბერს. არის ახალი ამბების წამყვანი რუსეთის პირველ არხზე. 3. თინა კანდელაკი. დაიბადა 1975 წლის 10 ნოემბერს თბილისში. 2003 წლიდან მიჰყავს გადაცემა "ყველაზე ჭკვიანი". 4. დანა ბორისოვა. დაიბადა 1976 წლის 13 ივნისს. 1993 წლიდან დღემდე მას უამრავი გადაცემა აქვს წაყვანილი. 5. ელენა ვინიკი. დაიბადა 1976 წელს. არის ახალი ამბების წამყვანი ტელეარხ HTB - ზე. 6. იულია ზიმინა. დაიბადა 1981 წლის 4 ივნისს. არის მსახიობი და ჟურნალისტი. 2010 წლის 4 აგვისტოდან რუსეთის პირველ არხზე მიჰყავს დილის გადაცემა. უნდა ვაღიარო, რომ ის ჩემი ფავორიტია. 7. ვიქტორია ლოპირევა. დაიბადა 1983 წლის 26 ივნისს. პროფესიით არის მოდელი და ჟურნალისტი. არის მის რუსეთის 2003 წლის ტიტულის მფლობელი. მას ერთერთი სპორტული გადაცემა მიჰყავს. 8. მარია ბონდორევა - მიჰყავს ახალი ამბები ეკონომიკის შესახებ. ამ ქალბატონის შემხედვარე ძნელია, ცოტა ძნელია ეკონომიკაზე ფიქრი, მაგრამ ფაქტია, ის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ტელეწამყვანად ითვლება რუსეთში. 9. ირინა შადრინა. დაიბადა 1985 წლის 27 თებერვალს ქალაქ ყაზანში. 10. ანასტასია ჩერნობროვინა. დიბადა 1977 წლის 10 აპრილსს. 2002 წელს მიჰყავდა დილის გადაცემა რუსეთის პირველ არხზე. 2009 წლიდან მიჰყავს თავისი საავტორო გადაცემა "ჩემი პლანეტა". იმედია მოგეწონათ ჩემი სტატია. შემდეგში უკვე შემდეგ ათეულს შემოგთავაზებს. 520 6-ს მოსწონს
|