საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ზინედინ ზიდანი მადრიდის “რეალის” სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს. ამის შესახებ განცხადება დღეს “სამეფო კლუბის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ გააკეთა.
“ზიდანს ყოველთვის უნდოდა მწვრთნელობა და მოხარული ვარ, რომ მასთან ერთად ვიმუშავებ. დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგი თანაშემწე მეყოლება. ერთადერთი, რაზეც გული მწყდება, ისაა, რომ ზინედინ ზიდანი მხოლოდ სამწვრთნელო საქმეებში დამეხმარება და მინდორზე სათამაშოდ შესვლას ვერ მოახერხებს”, – განაცხადა კარლო ანჩელოტიმ.
ზიზუს გარდა, ანჩელოტის სამწვრთნელო შტაბში პოლ კლემანიც იმუშავებს, რომელიც “პარი სენ-ჟერმენშიც” იტალიელი სპეციალისტის ასისტენტი იყო.
www.worldsport.ge