ფეხბურთი “ბეშიქთაშმა” ბილიჩს 3-წლიანი გაუფორმა 2013, 26 ივნისი, 17:20 ხორვატმა სპეციალისტმა სლავენ ბილიჩმა “ბეშიქთაშთან” ოფიციალური კონტრაქტი გააფორმა. სტამბოლური კლუბის პრესსამსახურის ცნობით, ბილიჩი მთავარ მწვრთნელად უახლოესი სამი წლის განმავლობაში იმუშავებს. ამასთან, პირველ წელს მისი წლიური ხელფასი 1, 5 მილიონი ევრო იქნება, მეორე და მესამე წლებში კი 100-100 ათასით გაიზრდება. 0 შეფასება არ არის
|