საზოგადოება "დღეს რა კითხვაც აწვალებს საზოგადოებას ზურაბ ჟვანიაზე - ეს იყო მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა,ამ კითხვაზე მალე მკაფიოდ მიიღებს პასუხს" -აცხადებს მთავარი პროკურორი 2013, 26 ივნისი, 13:35 ხელისუფლების შეცვლიდან გავიდა თითქმის 9 თვე და ქართული საზოგადოება სულმოუთმენლად ელოდება ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ზუსტ მიზეზებს.არა ერთხელ გაიჟღერა მთავარი პროკურორის განცხადებამ აღნიშნულ საკითხზე, არსებობდა ვერსიები გამოძიების თითქოსდა ჩიხში შესვლის თაობაზე, მაგრამ გამოძიება კვლავ გრძელდება, წინ მიდის და არჩილ კბილაშვილი დარწმუნებულია, რომ წარმატებით დასრულდება და საზოგადოება კიდევ ერთი სენსაციური სიახლის მომსწრე გახდება.ამის შესახებ მან განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ქართული საზოგადოება მალე მიიღებს პასუხს: - "მოკლეს თუ არა ზურაბ ჟვანია"?
27 23-ს მოსწონს 2-ს არა
|