x
image
worldsport.ge
დემიკელისი “რივერ პლეიტში” დაბრუნებაზე ოცნებობს

image“მალაგას” მცველი მარტინ დემიკელისი “რივერ პლეიტში” დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა. ესპანურ პრესას ინფორმაცია თავად არგენტინელმა ფეხბურთელმაც დაუდასტურა.
“უკვე ვესაუბრე “რივერ პლეიტის” ხელმძღვანელობას და შეიძლება ითქვას, რომ ტრანსფერის გაფორმებას წინ თითქმის აღარაფერი უდგას. ბუენოს აირესში ჩემი სახლი “მონუმენტალის” სტადიონთან ახლოსაა. გარდა იმისა, რომ “რივერი” ძალიან მიყვარს, ამ კლუბისგან ძალიან დავალებულიც ვარ და მინდა, ეს პატივისცემა მაქსიმალურად დავაფასო. როდესაც ჩემი დაბრუნება საბოლოოდ გადაწყდება, უბედნიერესი ადამიანი ვიქნები”, – განაცხადა დემიკელისმა.


ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0