x
image
worldsport.ge
მერტენსი “ნაპოლის” ფეხბურთელია

imageიტალიურმა “ნაპოლიმ” ბელგიის ეროვნული ნაკრებისა და ჰოლანდიური პსვ-ს გამთამაშებელი დრის მერტენსი ოფიციალურად გაიფორმა. ამის შესახებ ინფორმაცია საკუთარ თვითერზე ნეაპოლელთა პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გაავრცელა, მოგვიანებით კი, მისი სისწორე იტალიური კლუბის ოფიციალურმა საიტმაც დაადასტურა.
“მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ რამდენიმე წუთის წინ ჰოლანდიური პსვ-დან დრის მერტენსის ტრანსფერზე მუშაობა წარმატებით დავასრულეთ”, - განაცხადა დე ლაურენტისმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ნეაპოლელებმა 26 წლის ბელგიელის სანაცვლოდ 9, 5 მილიონი ევრო გადაიხადეს, თუმცა, ეს ოფიციალური ინფორმაცია არაა. მარცხენა ნახევარმცველი პსვ-ში ორი წელი გაატარა და 45 გოლი გაიტანა, თითქმის ერთი ამდენი საგოლე გადაცემაც შეასრულა. ქვეყნის ეროვნული ნაკრების მაისურით მას 19 თამაში აქვს ჩატარებული და 2 გოლი გაუტანია.


ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0