x
image
worldsport.ge
“რივერ პლეიტმა” ტრეზეგე დაითხოვა

imageარგენტინული “რივერ პლეიტის” მთავარმა მწვრთნელმა რამონ დიასმა საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფორვარდი დავიდ ტრეზეგე დაიბარა და აცნობა, რომ ახალ სეზონში მისი აღარ ეიმედება და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს შეუძლია, ახალი გუნდი მოძებნოს.
Tycsports-ის ინფორმაციით, ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი, გარკვეულწილად, 35 წლის ფეხბურთელის ტრავმაა. ფრანგი ჯერ კიდევ მარტში დაშავდა და მას შემდეგ მოედანზე აღარ გასულა. არადა, დავიდს იმედი ჰქონდა, რომ ფეხბურთს კიდევ ერთი წელი ითამაშებდა და კარიერასაც სწორედ “რივერ პლეიტში” დაასრულებდა.
აღსანიშნავია, რომ დიასმა ტრეზეგეს გარდა კიდევ ხუთი ფეხბურთელი “ჩამოწერა” და ყველა მათგანს ახალი გუნდის ძიება მოუწევს. ესენი არიან ხონატან ბოტინელი, ლეანდრო გონსალეს-პირესი, ლუსიანო აბეკასისი, ვალტერ ასევედო და დიეგო მარტინესი.
არგენტინული ფესვების მქონე ფრანგი ფეხბურთელი “რივერ პლეიტში” 2012 წლის დასაწყისიდან თამაშობს. მაშინ ეს გუნდი ქვეყნის ჩემპიონატის მეორე დივიზიონში გამოდიოდა, ტრეზეგემ 19 მატჩში 13 გოლი გაიტანა და “რივერ პლეიტს” უძლიერესთა შორის დაბრუნებაში დაეხმარა. პრიმერას 2012/2013 წლების გათამაშებაში 35 წლის ფორვარდმა მხოლოდ 16 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლი გაიტანა.


ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
2
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0