x
image
worldsport.ge
პოიეტმა თავისი გათავისუფლების შესახებ პირდაპირ ეთერში შეიტყო

imageსაინტერესო შემთხვევა მოხდა კვირა საღამოს BBC შპორტ-ის სატელევიზიო გადაცემა Match of the Day-ს პირდაპირ ეთერში. კლუბ “ბრაიტონის” მთავარი მწვრთნელი, ურუგვაელი გუსტავო პოიეტი სტუდიაში კონფედერაციათა თასის მატჩის ექსპერტად იყო მიწვეული, როცა წამყვანმა “ბრაიტონის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაცია წაიკითხა. ინფორმაციაში ეწერა, რომ პოიეტი გათავისუფლებულია თანამდებობიდან. ურუგვაელმა სიახლე აუღელვებლად მოისმინა და დაძინა: ალბათ ისტორიაში პირველი მწვრთნელი ვარ, რომელიც ასეთ ამბავს პირდაპირ ეთერში იგებსო.
ახლო წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა გუსტავო პოიეტმა “ბრაიტონი” 2009 წელს ჩაიბარა. 2010-11 წლების სეზონში გუნდმა ჩემპიონშიფის საგზური მოიპოვა, წლეულს კი პრემიერლიგაში გადასასვლელ პლეი იოფში მოხვდა, თუმცა ელიტაში აღზევება ვერ შეძლო.


სოლომონ გულისაშვილი
www.worldsport.ge

0
16
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
16
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0