მაროკოს ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული “მონპელიეს” ნახევარმცველმა იუნეს ბელჰანდამ სამუშაო ადგილის გამოცვლის სურვილი გამოთქვა.
23 წლის ფეხბურთელის შეძენა “ფენერბაჰჩეს” სურდა, მაგრამ ფრანგული კლუბის ხელმძღვანელობამ სტამბოლელები უარით გაისტუმრა. Sky Sports-ის ცნობით, ახლა ბელჰანდას შეძენის სურვილი ინგლისის პრემიერლიგის “ასტონ ვილამ” გამოთქვა და იქ გადასვლა თავად ფეხბურთელსაც უნდა.
“ჩემი მომავალი ბურუსითაა მოცული. “მონპელიეს” ჩემი გაყიდვით 15 მილიონი ევროს შოვნა უნდა, ასეთი თანხის გადახდა კი, ბევრს არ შეუძლია. ძალიან მსურს კარიერის ინგლისში გაგრძელება, მაგრამ თუ “მონპელიე” ვერავის შეუთანხმდა, ვერსადაც ვერ წავალ”, - განაცხადა ბელჰანდამ, რომელმაც საფრანგეთის გასული ჩემპიონატის 30 მატჩში 10 გოლი გაიტანა.
2010 წლიდან დღემდე, იუნესმა მაროკოს ეროვნული ნაკრების მაისურით 21 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.
ზურა ქსოვრელი
www.worldsport.ge