x
image
worldsport.ge
ვან ბასტენის უარი პსჟ-ს

imageფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელობამ “ჰერენვენის” თავკაც მარკო ვან ბასტენს მთავარი მწვრთნელის პოსტი შესთავაზა, მაგრამ ჰოლანდიელისგან უარი მიიღო. ამის შესახებ Voetbal International-ი იუწყება.
“ვან ბასტენს “ჰერენვენთან” კონტრაქტი აკავშირებს და მისი ბოლომდე შესრულება სურს”, - განაცხადა ჰოლანდიელის აგენტმა პერი ოვერემმა.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინათ, ვან ბასტენმა თურქული “ესქიშეჰირსფორის” გაწვრთნაზეც თქვა უარი.
თავის მხრივ, პსჟ ახალი მწვრთნელის ძიებას აგრძელებს, რადგან დიდი ალბათობით, კარლო ანჩელოტი მადრიდის “რეალს” ივლისიდან ჩაიბარებს. ჯერჯერობით, პარიზელებს უარი უთხრეს გუს ჰიდინკმა, ანდრე ვილაშ-ბოაშმა, ფაბიო კაპელომ და ფრანკ რაიკაარდმა.


ირაკლი ჯაფარიძე

www.worldsport.ge

0
12
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0