x
image
worldsport.ge
ბუბა დაუშვილი: “ევროპულ კლუბში გადასვლა გაცილებით რთულია”

image“ჯერ “კარპატიში” ვვარჯიშობ და კონკრეტულ წინადადებებს ველოდები. როგორც იცით, 19 ფეხბურთელი ტრანსფერზე ვართ დაყენებულნი და რა როგორ იქნება, გავიგებთ. ჯერ მხოლოდ ყურმოკვრით მესმის კლუბებზე, ხოლო კონკრეტული როცა იქნება, არ დაგიმალავთ. რა ფასად გამყიდის “კარპატი”, ეს ნამდვილად არ ვიცი. როცა გამოჩნდება მსურველი კლუბი, ალბათ, შეთანხმდებიან”, – გვითხრა ბუბა დაუშვილმა, რომელსაც ლვოვში დავუკავშირდით.
“კარპატის” ქართველმა საყრდენმა ნახევარმცველმა გვითხრა, რომ უფრო ევროპული ვარიანტი იზიდავს, მაგრამ რუსეთიდანაც განიხილავს წინადადებებს – თუ ასეთი იქნება.
“უბრალოდ, ევროპაში გადასვლა გაცილებით რთულია, ვიდრე რუსეთში. ამით ახალს არაფერს ვამბობ. ხშირად იწერება რომელიღაც კლუბის სახელი, რომელიც რეალობასთან ახლოს არაა”.
დაუშვილს ვკითხეთ, თუ რამ გამოიწვია “კარპატის” ხელმძღვანელობის მხრიდან ასეთი რადიკალური გადაწყვეტილების მიღება:
“დაგვიბარეს და გვითხრეს, ტრანსფერზე ხართო. კლუბს ფინანსური პრობლემები აქვს. 19-ივე ფეხბურთელის გაყიდვა, ალბათ, წარმოუდგენელია და მეეჭვება, კლუბს ამის იმედი ჰქონდეს. 4-5 ფეხბურთელის გაყიდვას თუ შესძლებენ, საკმარის თანხას იშოვიან. როგორც ვატყობ, ასეც მოხდება”.
ბუბას მსგავს სიტუაციაშია ლევან ყენიაც. ისიც ტრანსფერზეა და კონკრეტულ წინადადებებს ელის. “კარპატის” ახალი მწვრთნელი ჰყავს: ალექსანდრ სევიდოვი, რომელიც ბოლოს უჟგოროდის “ჰოვერლას” თავკაცობდა.


ილია ნანობაშვილი

www.worldsport.ge

0
5
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
5
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0