x
image
worldsport.ge
განრისხებული სტოიჩკოვი

imageბულგარეთის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი, წარსულში ლეგენდარული ფეხბურთელი ხრისტო სტოიჩკოვი, შესაძლოა, ხანგრძლივი დროით თავის პროფესიას გამოემშვიდობოს.
საქმე ისაა, რომ სტოიჩკოვი ღიად დაუპირისპირდა ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ბორისლავ მიხაილოვს და დაემუქრა კიდეც ფიზიკური ანგარიშსწორებით. ამის მიზეზი კი, ის არის, რომ ბოლო დროს სტოიჩკოვი ბულგარეთის ჩემპიონატში მსაჯების დონით უკმაყოფილოა და აცხადებს, რომ მსაჯები მიკერძოებულნი არიან. მისი რისხვა სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია, რაც მას, შესაძლოა, ძვირად დაუჯდეს.
როგორც ხრისტო ამბობს, ბოლო დროს მას მუქარით სავსე წერილები მისდის სახლში. სტოიჩკოვი წერილების ავტორებად ჯერჯერობით ვერავის ასახელებს, მაგრამ ირიბად ფეხბურთის ფედერაციისკენ მიანიშნებს.


www.worldsport.ge

0
25
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0