x
image
worldsport.ge
მოსკოვის "ლოკომოტივი" სანდრო კობახიძით დაინტერესდა

imageამ ინფორმაციას თავად "დნიპროს" საიტი ავრცელებს. საქმე ისაა, რომ "ლოკომოტივში" სლავენ ბილიჩის ნაცვლად ლეონიდ კუჩუკი დაინიშნა მწვრთნელად. კუჩუკი კი კიევის “არსენალის" თავკაცი იყო იმ დროს, როცა კობახიძე მშვენივრად თამაშობდა ამ გუნდში.
"არაა გამორიცხული, ხორვატი ნიკოლა კალინიჩი და ქართველი სანდრო კობახიძე მოსკოვის "ლოკომოტივში" გადავიდნენ. კუჩუკს ორივე ფეხბურთელი ძალიან მოსწონს. ამ მოთამაშეებს "დნიპროში" საკმარისი პრაქტიკა არ აქვთ", - წერს "დნიპროს" საიტი და ამატებს, რომ "ლოკომოტივმა" უკრაინულ კლუბს აცნობა ამ ფეხბურთელებისადმი ინტერესზე.
"მსოფლიო სპორტი" კობახიძეს დაუკავშირდა და მან გვითხრა:
"კუჩუკმა ადრე მკითხა, გადავიდოდი თუ არა მის გუნდში. ვუთხარი, მოვიფიქრებ-მეთქი. ბოლო დღეებში აღარ შემხმიანებია. ასე რომ, დაველოდოთ".


ილია ნანობაშვილი

www.worldsport.ge

0
3
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0