x
image
worldsport.ge
მანსენი ნაკრებში გამოძახებას ელის

image“ჰამბურგის” ინგლისელი მცველი მაიკლ მანსენი იმედოვნებს, რომ უახლოეს პერიოდში ქვეყნის ეროვნული გუნდის თავკაცი როი ჰოჯსონი ნაკრების შეკრებაზე გამოიძახებს.
2011 წელს ლონდონის “ჩელსიდან” “ჰამბურგში” გადასვლის შემდეგ, 25 წლის ფეხბურთელი ამ გუნდის ძირითად მოთამაშედ იქცა და გერმანიის ბუნდესლიგაში რეგულარულად თამაშობდა. მან ინგლისის ყველა ასაკობრივ ნაკრებში მოასწრო თამაში, 21-წლამდელებში სულაც 30 შეხვედრა ჩაატარა (1 გოლი); 16-წლამდელებში - 6 თამაში და 3 გოლი; 17-წლამდელებში - 15 თამაში; 18-წლამდელებში - 2 თამაში; 19-წლამდელებში - 9 თამაში, მაგრამ ეროვნულ გუნდში ფეხი ვერ მოიკიდა.
თავად მაიკლი ფიქრობს, რომ მას ნაკრებში მხოლოდ იმის გამო არ ეძახიან, რომ საზღვარგარეთ თამაშობს და არა სამშობლოში.
“რეგულარულად უნდა თამაშობდე ჩემპიონთა ლიგაში, ან ევროპის ლიგაში მაინც, რათა აღიარება მოიპოვო. ეს საკვანძო ტურნირებია და სწორედ იქ მოხვედრას ცდილობს “ჰამბურგი”. და მაინც, თუ კარგად თამაშობ, ყურადღებას აუცილებლად უნდა გაქცევდნენ. არა მგონია, რომ საზღვარგარეთ თამაში ეროვნული გუნდის მწვრთნელის თვალთახედვის არედან ამოვარდნის მიზეზი უნდა იყოს. ვიმედოვნებ, რომ სულ მალე ეროვნულ ნაკრებში მოვხვდები”, - განუცხადა Sky Sports-ს მანსენმა, რომელსაც ეროვნულ გუნდში ჯერ არ უთამაშია.


www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0