არნემის "ვიტესის" მწვრთნელად პეტერ ბოსი დაინიშნა. 49 წლის სპეციალისტი ბოლო 3 სეზონის განმავლობაში "ჰერაკლესს" წვრთნიდა, მანამდეც, 2004-2006 წლებში თავკაცობდა ამ გუნდს, 2006-2009 წლებში კი "ფეიენოორდის" ტექნიკური დირექტორი გახლდათ.
ბოსი ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელია, თუმცა მხოლოდ 8 მატჩი ჩაუტარებია. კარიერის პირველი წლები სწორედ "ვიტესში" გაატარა (1981-1984).
ცნობისთვის, ბოსის გაწვრთნილმა "ჰერაკლესმა" გასული სეზონი მე-12 საფეხურზე დაასრულა.
ილია ნანობაშვილი
www.worldsport.ge