ინგლისის პრემიერლიგიდან გავარდნილი “უიგანი” ირლანდიელმა სპეციალისტმა ოუენ კოილმა ჩაიბარა. შოტლანდიაში დაბადებულმა 46 წლის მთავარმა მწვრთნელმა კონტრაქტს ხელი გუშინ მოაწერა.
კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, გულშემატკივრებს მას მომავალი კვირის დასაწყისში წარუდგენენ, თუმცა, კოილმა საქმიანობა დაუყოვნებლივ დაიწყო.
ირლანდიელმა სამწვრთნელო საქმიანობა 2003 წელს “ფალკირკში” დაიწყო, საიდანაც “სენტ-ჯონსტონში” გადავიდა. 2007 წლიდან ის ინგლისში გადაბარგდა და 2010 წლამდე “ბარნლიში” მუშაობდა, ხოლო 2010-2012 წლებში “ბოლტონში”, რომელსაც პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებაში ვერ დაეხმარა.
ახლა ის “უიგანის” პრემიერლიგაში დაბრუნებას შეეცდება. ამასთან, გუნდმა გასულ სეზონში ინგლისის თასი მოიგო და ევროთასებზე, უფრო კონკრეტულად კი, ევროპის ლიგაში ითამაშებს.
www.worldsport.ge