x
image
worldsport.ge
კავანის მამა: “ედინსონს “რეალში” თამაში სურს”

imageედინსონ კავანის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით კომენტარი ფეხბურთელის მამამაც გააკეთა, რომელმაც განაცხადა, რომ მის შვილს “რეალში” თამაში სურს.
ცოტა ხნის წინათ, კავანიმ დაადასტურა, რომ სხვა კლუბებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. მოგვიანებით, ედინსონის დედამ დააკონკრეტა და განაცხადა, რომ ეს კლუბები “სიტი” და “რეალი” არის
. კავანის მამამ კი მისი შვილის მადრიდში გადაბარგების სურვილი გაამხილა.
“ედინსონს “რეალში” თამაში სურს. ის ძალიან აღელვებულია, მაგრამ ამ ცვლილებისთვის მზადაა.
ოჯახის წევრებთან საუბრის დროს მან დაადასტურა, რომ “რეალში” გადასვლა უნდა, მაგრამ ამის საჯაროდ გაცხადებას ერიდება, რათა ამჟამინდელი კლუბი არ გაანაწყენოს.
“რეალის” წარმომადგენლებთან კონტაქტი უკვე გვქონდა და ახლა მათ “ნაპოლის” ხელმძღვანელებთან შეხვედრას ველოდებით. იმედი მაქვს, მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში დაიწყება. ვინ არ ისურვებდა “რეალში” თამაშს?
საქმე მხოლოდ ედინსონის სურვილში არაა. “რეალი” მის სანაცვლოდ დაახლოებით 65 მილიონ ევროს იხდის, ხოლო “ნაპოლი” ამაზე მცირე შეთავაზების განხილვასაც კი არ აპირებს.” – ციტირებს ლუის კავანის სიტყვებს Sky Sports-ი.


www.worldsport.ge

0
15
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0