x
image
worldsport.ge
ჩეჩენი მსაჯი ფეხბურთელის ცემის გამო სამსახურიდან გაუშვეს

imageსაკმაოდ უხერხული და უსიამოვნო ფაქტი მოხდა აპრილის ბოლოს ჩეჩნეთში, კერძოდ გროზნოში საფეხბურთო მოედანზე ადგილობრივი “ტერეკისა“ და პერმის “ამკარის“ ახალგაზრდული გუნდების შეხვედრის დროს.
მსაჯმა მუსა კადიროვმა, რომელიც ლაინსმენად იყო გამწესებული, თამაშის დამთავრებისთანავე “ამკარის“ მოთამაშე ილია კრიჩმარი ბალახზე დააგდო და ფიზიკურად გაუსწორდა.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, მატჩის ინსპექტორმა ალექსეი სპირინმა განაცხადა, რომ მატჩის მსვლელობისას კადიროვი მეტად საეჭვო გადაწყვეტილებებს იღებდა და რამდენჯერმე მოედანზეც კი შევიდა, რაც მის უფლებამოსილებას აღემატებოდა. ჩანს, ამ ფაქტმა გააღიზიანა ილია კრიჩმარი. კადიროვის განცხადებით, კრიჩმარმა მას დედა შეაგინა.
რუსეთის ფედერაციის საკონტროლო-სადისციპლინო კომიტეტმა კრიჩმარი ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. გვერდით მსაჯ კადიროვს კი, სამუდამო დისკვალიფიკაცია და ნახევარი მილიონი რუსული რუბლის ოდენობის ჯარიმა გამოუწერა.
ამ ინციდენტის შემდეგ მუსა კადიროვმა მოკრივეთა კლუბ “რამზანში“ დაიწყო მუშაობა. ალბათ ასეთი სამსახური უპრიანი იქნება მისთვის - რაკი ძალა ერჩის, ენერგიას მუშტიკრივში მაინც დახარჯავს და ფეხბურთელების ცემით აღარ შეირცხვენს თავს.


www.worldsport.ge

0
25
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0