x
image
worldsport.ge
“ბორუსია”: “ზაფხულში ლევანდოვსკის არ გავუშვებთ”

imageდორტმუნდის “ბორუსია” ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში პოლონელი თავდამსხმელის რობერტ ლევანდოვსკის გაყიდვას არ გეგმავს.
კლუბის აღმასრულებელი დირექტორის ჰანს-იოაჰიმ ვაცკეს განცხადებით, ლევანდოვსკის არავინ შეპირებია, რომ ზაფხულში გაუშვებდნენ და ის კლუბში 2014 წლამდე, კონტრაქტის ამოწურვამდე დარჩება.
“ასეთი დაპირება მისთვის არასოდეს მიგვიცია. ჩვენ ყველაფერი ვთქვით, რაც უნდა გვეთქვა. მისი იმედგაცუება გასაგებია. მეც რომ მის ადგილზე ვყოფილიყავი, მეწყინებოდა თუ “ბაიერნი” არ მიმიწვევდა.
ახლა, მისგან ველი, რომ ხასიათის სიმტკიცეს გამოიჩენს და ვითარებას პროფესიონალურად გაუმკლავდება. დარწმუნებული ვარ ამას შეძლებს. 2014 წელს, როდესაც კონტრაქტი დაუმთავრდება, შეუძლია მიუნხენელებს შეურთდეს.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მისი იმედგაცრუება გასაგებია. თუმცა, ამავე დროს რატომ უნდა ვიფიქრო სხვა კლუბებზე, როდესაც ყველამ კარგად ვიცით, რომ მას გადასვლა მხოლოდ “ბაიერნში” უნდა”- იუწყება ვაცკეს სიტყვებს, გამოცემა The Independent-ი.


www.worldsport.ge

0
25
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0