x
image
worldsport.ge
რაიოლა: “იბრაჰიმოვიჩს პრობლემა მხოლოდ გვარდიოლასთან ჰქონდა”

imageშვედეთის ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული პსჟ-ს ფორვარდ ზლატან იბრაჰიმოვიჩის აგენტი მინო რაიოლა ირწმუნება, რომ მის კლიენტს გუნდის მწვრთნელებთან პრობლემა არასდროს ჰქონია.
ესპანურ პრესასთან საუბრისას ის ამბობს, რომ გამონაკლისი მხოლოდ კატალონური “ბარსელონას” ყოფილი თავკაცი პეპ გვარდიოლა იყო, რომლიც ამჟამად მიუნხენის “ბაიერნს” ავარჯიშებს.
“ზლატანს არაერთ მწვრთნელთა უმუშავია და არავისთან შექმნია პრობლემა. გამონაკლისი მხოლოდ გვარდიოლა იყო. ჩემს კლიენტს კარლო ანჩელოტისთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს” - განაცხადა რაიოლამ.
31 წლის ფეხბურთელმა “ბარსელონაში” მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა (2009/2010 წლები), რის შემდეგაც “მილანს” მიაშურა, გასულ სეზონში კი, პსჟ-ს მაისურით საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა (30 გოლი).


www.worldsport.ge

0
22
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0