x
image
worldsport.ge
კონდრატიევმა კვლავ უიღბლობაზე დაიჩივლა

imageმსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, ფინეთის ნაკრებთან შინ ვერმოგების (1:1) შემდეგ, ბელარუსის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გეორგი კონდრატიევმა კვლავ უიღბლობაზე დაიჩივლა.
“თუ არ გიმართლებს, ბოლომდე არ გიმართლებს. სრული უპირატესობა გვქონდა, მაგრამ ჩვენს კარში პირველივე დარტყმის შემდეგ გავიდა გოლი. ბიჭებს შევაქებ, რადგან ხელები არ ჩამოუშვიათ და თავის ფეხბურთს თამაშობდნენ. ალბათ, ეს ფიალა ბოლომდე უნდა შევსვათ. ისეთ თამაშებს ვაგებთ, რომლებიც მინიმუმ ფრედ უნდა დავასრულოთ. ეს მატჩი უნდა მოგვეგო და ფრედ დავამთავრეთ. ალბათ, ცხოვრებაში ასეთი პერიოდები არსებობს. ამ შესარჩევ ციკლში იღბალი მუდმივად მეტოქის მხარესაა, იგივე საფრანგათთან და საქართველოსთან მატჩებს თუ გავიხსენებთ”, – თქვა კონდრატიევმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე.


www.worldsport.ge

0
19
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0