x
image
worldsport.ge
არგენტინაში სტუმარ ქომაგებს სტადიონის კარი ჩაუკეტეს

imageარგენტინის ფეხბურთის ასოციაციამ შიდა ჩემპიონატის მატჩებზე სტუმარი გუნდის გულშემატკივრების დასწრება აკრძალა. უცნაური გადაწყვეტილების მიზეზი “ლანუსისა” და “ესტუდიანტესის” თამაშისას ამ კლუბების ქომაგებს შორის ატეხილი ხელჩართული ჩხუბი გახდა, რომელსაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
არგენტინის რეგიონალური უსაფრთხოების მინისტრის განცხადებით, აკრძალვა ძალაში იქამდე დარჩება, სანამ ფეხბურთის სათავეში მყოფნი ძალადობასთან ბრძოლის კონკრეტულ გეგმას არ შეიმუშავებენ.
2000 წლიდან დღემდე არგენტინაში გულშემატკივრების შეტაკებების გამო 70-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.


www.worldsport.ge

0
9
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
9
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0