x
image
worldsport.ge
“ვოივოდინას” პრეზიდენტი გარდაცვლილი იპოვნეს

imageსერბული ნოვი სადის “ვოივოდინას” პრეზიდენტი რატკო ბუტოროვიჩი, საკუთარ სასტუმრო “პარკში”, გარდაცვლილი იპოვნეს. სიკვდილის მიზეზზე, ჯერ მხოლოდ პირველადი ინფორმაციებია – ბუტოროვიჩს გული გაუჩერდაო.
თუმცა, სერბეთში ამ ვერსიას ეჭვით უყურებენ, რადგან 57 წლის ბუტოროვიჩი ცნობილი იყო ჩერნოგორიულ მაფიასთან მჭიდრო კავშირებით და საერთოდაც, სერბულ ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე არაორდინალური ფიგურა გახლდათ. ბუტოროვიჩი უცნაური ჩაცმულობით გამოირჩეოდა.
შეხსენებისთვის, “ვოივოდინაში” ორ ქართველ ფეხბურთელს უთამაშია: მიხეილ ხუციშვილსა და გიორგი მერებაშვილს. ქართველების გუნდში ყოფნის დროსაც ბუტოროვიჩი გახლდათ კლუბის პრეზიდენტი.


www.worldsport.ge

0
24
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0