x
image
worldsport.ge
მოურინიო სნეიდერს იწვევს

imageლონდონის “ჩელსი” სტამბულის “გალათასარაის” პლეიმეიკერის – უესლი სნეიდერის შეძენას ეცდება. Voetbal International-ის ცნობით, ყოფილი შეგირდის დაბრუნება “არისტოკრატთა” ახლადდანიშნულ თავკაც ჟოზე მოურინიოს სურს.
თავად ჰოლანდიელი აცხადებს, რომ სტამბულში ბედნიერია და კლუბის შეცვლაზე არ ფიქრობს. თავის მხრივ, “გალათასარაის” პრეზიდენტი იუნალ აისალი სნეიდერში 15 მილიონი ევროს აღებას გეგმავს.
ჰოლანდიური პრესის ინფორმაციით, ლონდონელებმა სტამბულელებთან მოლაპარაკება უკვე დაიწყეს. თუკი “ჩელსი” 15 მილიონს გადაიხდის, დიდი ალბათობით, სნეიდერს “სტემფორდ ბრიჯზე” ვიხილავთ.


ირაკლი ჯაფარიძე

www.worldsport.ge

1
99
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
99
  
2013, 8 ივნისი, 20:02
მოურინიოს ჩელსი ლიგას მოიგებს და ვაიმე გული :):):)
0 1 1