x
image
worldsport.ge
ანჩელოტის პსჟ-ის ხელმძღვანელების ქცევა აკვირვებს

imageპსჟ-ის მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტისა და კლუბის მფლობელებს შორის ამ დღეებში ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა. იტალიელი სპეციალისტი არ მალავს, რომ მადრიდის ”რეალში” გადასვლა სურს, პარიზული კლუბის პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი კი მის გაშვებას არ აპირებს. ოფიციალურად ანჩელოტის პსჟ-სთან კონტრაქტი გაისად ზაფხულში უმთავრდება.
ესპანური მედიის ცნობით, გასულ კვირაში პარიზული და მადრიდული კლუბების წარმომადგენლები კიდევ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს მოსალაპარაკებლად, მაგრამ უშედეგოდ.
“კარლო პსჟ-ის ხელმძღვანელების ქცევით გაკვირვებულია. კლუბის პრეზიდენტი მას არ უსმენს, ანჩელოტის კი კლუბის განვითარების პერსპექტივა ვეღარ გაუგია. პსჟ მისთვის განვლილი ეტაპია”, - განაცხადა ანჩელოტისთან დაახლოებულმა პირმა.
ახლა მხარეები 20 ივნისს დაელოდებიან, როცა ლეონარდოს საქმეზე გამოიტანენ განაჩენს. შეგახსენებთ, რომ პსჟ-ის სპორტული დირექტორი ლეონარდო, რომელიც ანჩელოტის ადგილზეც მოიაზრებოდა, მსაჯის შეურაცხყოფისთვის 9 თვითაა დისკვალიფიცირებული. თუ ლეონარდოს გაამართლებენ, შესაძლოა, ალ-ხელაიფიმ ანჩელოტისთან დამოკიდებულება შეცვალოს.


www.worldsport.ge

0
28
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0