ფეხბურთი ბალო გაბრაზდა 2013, 8 ივნისი, 14:28 იტალიის ნაკრების თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ პარასკევს, ჩეხეთთან შესარჩევ მატჩში (0:0) 2 ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუხდა. თავად “ბალო” მსაჯის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. გასახდელში მიმავალმა ჯავრი პლასტიკური გვირაბის კედლებზე იყარა. ჯერ მუშტები დაუშინა კედელს, შემდეგ კი წიხლებიც მიაყოლა. “ეს რა წითელი იყო? ნახეთ გამეორება და მითხარით”, – შეუღრინა მან გასახდელიდან გამოსვლისას ჟურნალისტებს. შემდეგ 22 წლის შემტევმა თავის ტვიტერში გულშემატკივრებთან კამათი გამართა: “რაც გინდათ, ის დაწერეთ, მაგრამ კონფედერაციათა თასზე სხვა ქვეყანას უქომაგეთ, ალალი გულით გეუბნებით”, – უპასაუხა მარიომ მისთვის უსიამოვნო გზავნილებს. 26 შეფასება არ არის
|