x
image
worldsport.ge
ფილიპო ინძაგი "მილანის" ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი გახდა

imageიტალიური “მილანის” ყოფილი თავდამსხმელი, 39 წლის ფილიპო ინძაგი, რომელმაც გასულ შაბათს კახა კალაძის გამოსათხოვარ მატჩშიც ითამაშა და გოლიც გაიტანა, “მილანის” ახალგაზრდული გუნდის მთავარ მწვრთნელად დანიშნეს - გვამცნობს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.
ფეხბურთელის კარიერის დამთავრების შემდეგ, “პიპო” ”მილანის” სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში მუშაობდა. მისი გვარი მასიმილიანო ალეგრის შესაძლო შემცვლელთა შორისაც სახელდებოდა, თუმცა კლუბმა ალეგრის კონტრაქტი გაუგრძელა.



www.worldsport.ge

0
124
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
124
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0