x
image
ვიზა კოხაძე
კასილიასი არის ყველა დროის საუკეთესო მეკარე მადრიდში - მან შეძლო ის, რაც ძალზედ ძნელი გასაკეთებელია - იკერ კასილიას ფერნანდესი ერთ-ერთი საუკეთესოა
image
მადრიდის "რეალისა" და ესპანეთის ჩემპიონთა ნაკრების კაპიტანმა იკარ კასილიას ფერნანდესმა, რომელსაც 20 მაისს 32 წელი შეუსრულდა, ჯერ კიდევ 18 წლის ასაკიდან პირდაპირ ძირითად გუნდში დაიწყო თამაში და მალევე ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა სწორედ ამ ასაკში.ბედი ყოველთვის წარმატებებს უქადდა და მართლაც სრულიად ახალგაზრდამ შეძლო ის, რაც წლების მანძილზე ვერავინ მოახერხა - მან "რეალი" ჩემპიონი გახადა რამდენიმე სეივის განხორციელების შედეგად.მადრიდის " რეალისა" და ესპანეთის ნაკრების მეკარე - იკერ კასილიასი არის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გოლკიპერი მადრიდში.

განსაკუთრებული სილამაზისა და ათლეტური აღნაგობის ესპანელს რჩეული ქალბატონიც ჰყავს, რომლის ვინაობა არავისთვის უცხო არაა, გოგონა, რომელმაც ბომბარდირის ყურადღება მიიპყრო - ტელეჟურნალისტი სარა კომბონეროა.მსოფლიომ კი მისი გაცნობა სწორედ მაშინ შეძლო, როდესაც 2010 წელს სატელევიზიო ჩართვისას პირდაპირ ეთერში წყვილის ვნებიანი კოცნა იხილა.

image

image


image

image

image

image
ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულის ცხელ დღეებში იყო წყვილის ქორწინება დაგეგმილი და სარას, როგორც სარწმუნო წყაროები გვამცნობენ, საქორწინო კაბის დიზაინიც კი ჰქონდა შერჩეული, ასევე მათი გულშემატკივრებისთვის ისიც კი იყო ცნობილი, თუ სად იცხოვრებდა ქორწინების შემდეგ ვარსკვლავური წყვილი.

image
image
image
image
მათი არც თუ მცირე ხნის ურთიერთობის მანძილზე, რომელის 2009 წელს დაიწყო, უამრავი ჭორი ითქვა.ამბობენ, რომ 2010 წლის ფიფას მსოფლიო თასის მატჩის დროს სარამ მიიპყრო კასილიასის ყურადღება, რამაც შვედეთის ნაკრების მოულოდნელი გოლიც კი გამოიწვია კასილიასის კარში (ეს გოლი კასილიასის სირცხვილადაც კი შეაფასა მაშინდელმა ყვითელმა პრესამ), გოლმა, რომელმაც შვედების გამარჯვებით დაასრულა თამაში. სპორტული რეპორტიორი და იკარ კასილასის რჩეული - სარა აშკარად აჭარბებს თავისი ბოიფრენდის კადრებით და მისი განხილვით თითოეული რეპორტაჟის დატვირთვას. რა გასაკვირია - სარა ხომ ლამაზ ფეხბურთელზეა შეყვარებული.წყვილის ვიდეო - ინტერვიუები ცნობილი საიტების ჰიტადაც კი იქცა და იკერი მსოფლიო თასის თამაშის პერიოდში სიუჟეტებში ყველაზე ხშირად "გადაღებულ" პერსონადაც კი აღიარეს.

imageimageimageimageimageimageimage

ულამაზესი წყვილი ყველგან ერთად ფიქსირდება ბოლო რამდენიმე წელია, თუმცა აქამდე არაა ცნობილი მათი შეუღლების ან ჯვრისწერის ამსახველი კადრები.მოგეხსენებათ, მათ პაპარაცების დიდი არმია დასდევს მუდამჟამს, მაგრამ მსგავსი ფოტოები არსად მოიპოვება.

imageimage
image








4
43
26-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
43
  
2013, 29 ივნისი, 9:12
უნლაიქებს რატომ წერთ ბოროტებო?ისიც დაწერეთ რა არ მოგწონთ მაშინ!!!!
2013, 20 ივნისი, 20:57
საინტერესო სტატიაა.
2013, 7 ივნისი, 11:56
გაიხარე ჩემო კარგო.
2013, 7 ივნისი, 11:54
ვაიმე ვიზა მადლობა ამ სტატიისთვის პირადად ჩემგან :):):)ჩემი კასო,საუკეთესოა მსოფლიოში და დღეს ის რეალში ნომერ პირველია და ესე დარჩება სანამ არ წავა ფეხბურთიდან:*:*:*
0 1 4